ონკოლოგი რაჰიბ ჰასანოვი ბათუმში უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს

22 სექ 2026

მოწვეული ონკოლოგი ბათუმში პაციენტებს კონსულტაციას ჩაუტარებს. 25 სექტემბერს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010“-ს სტამბოლიდან მედიცინის დოქტორი, ონკოლოგი რაჰიბ ჰასანოვი ეწვევა.

იგი სტამბოლის მედისთეით ჰოსპიტალში მოღვაწეობს. პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მეორე სამედიცინო აზრი, გადაამოწმონ არსებული მკურნალობის ტაქტიკა და საჭიროების შემთხვევაში დაგეგმონ დამატებითი კვლევები. კონსულტაცია ქართველი ექიმის მონაწილეობით ჩატარდება. 

რაჰიბ ჰასანოვი კონსულტაციას გაუწევს პაციენტებს სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადების, მათ შორის კუჭ-ნაწლავის, ძუძუს, ფილტვისა და უროგენიტალური სისტემის სიმსივნეების შემთხვევაში. ასევე შესაძლებელი იქნება ქიმიოთერაპიის სქემის გადამოწმება და ოპერაციის შემდგომი მდგომარეობის შეფასება.

პაციენტებს ვიზიტზე თან უნდა ჰქონდეთ დიაგნოზთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაცია და ჩატარებული კვლევების პასუხები. ვიზიტზე ჩასაწერად საჭიროა წინასწარი დაკავშირება „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010“-თან. კონსულტაცია ბათუმში, ტაბიძის ქუჩა 2ა-ში ჩატარდება.