,,ტრანსსასაზღვრო  მეცნიერება უფრო სუფთა და მდგრადი შავი ზღვისათვის’’ - ამ სახელწოდებით CARE SEA პროექტის დასკვნითი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

22 სექ 2026

,,ტრანსსასაზღვრო  მეცნიერება უფრო სუფთა და მდგრადი შავი ზღვისათვის’’ - ამ სახელწოდებით CARE SEA პროექტის დასკვნითი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში, პირველად, საქართველოში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა  მდინარე ჭოროხის ჭარბტენიან  ფაბიტატებში მიკროპლასტიკით დაბინძურება შეისწავლა.

კვლევა ორი წლის განმავლობაში   მიმდინარეობდა და  ჭოროხის  დელტასა და  კოლხეთის დაცულ ტერიტორიებს მოიცავდა, ამ მიმართულებით მკვლევარებმა  მიკროპლასტიკის გავრცელება და სხვა დამაბინძურებლების არსებობაც შეისწავლეს. 

როგორც ორგანიზატორებმა განმარტეს, პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  შედეგი საქართველო-თურქეთის საზღვრისპირა  მდინარე ჭოროხის ეკოლოგიური მენეჯმენტის გეგმის შემუშავებაა. პროექტში  საქართველოს, თურქეთის, რუმინეთის, მოლდოვისა და საბერძნეთის  უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებები მონაწილეობდნენ.

დღევანდელ კონფერენციაზე  ყურადღება გამახვილდა პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, მიღებული ცოდნისა და გამოცდილების  შემდგომ გამოყენებაზე, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერებასა და შავი ზღვის ეკოსისტემის დაცვის მიმართულებით ერთობლივი კვლევების გაგრძელებაზე.