კინოფესტივალ ''ბიაფის'' არასაკონკურსო ფილმების ნაწილში 10 ბათუმელი რეჟისორის 10 მოკლემეტრაჟიანი ფილმი აჩვენეს

22 სექ 2026

კინოფესტივალ ''ბიაფის'' არასაკონკურსო ფილმების ნაწილში 10 ბათუმელი რეჟისორის 10 მოკლემეტრაჟიანი ფილმი აჩვენეს. 

ფილმები 10 წლის წინ, 2016 წელს, ბიაფის ათი წლისთავთან დაკავშირებით, პროექტ „ ბათუმის ტალღის“ ფარგლებში მომზადდა. რეჟისორების თქმით, სასურველია, რომ პროექტი  გაგრძელდეს, რადგანაც ხელოვანებისთვის ეს არის კარგი საშუალება თავიანთი შემოქმედება გააცნონ საზოგადოებას. 

ფილმების ჩვენება ზაზა ხალვაშის და გიორგი გოგიბერიძის ხსოვნას მიეძღვნა.