კინოფესტივალ ,,ბიაფის" ფარგლებში ბათუმის დრამატულ თეატრში გიორგი ოვაშვილის ფილმის „მთვარე მამაა ჩემი" პრემიერა გაიმართა

22 სექ 2026

კინოფესტივალ ,,ბიაფის" ფარგლებში ბათუმის დრამატულ თეატრში გიორგი ოვაშვილის ფილმის „მთვარე მამაა ჩემი" პრემიერა გაიმართა. ჩვენებას  ფილმის რეჟისორი, მსახიობები და კინოკრიტიკოსები დაესწრნენ.

„მთვარე მამაა ჩემი“ ოჯახის, მამა-შვილის ურთიერთობის, დანაკარგისა და ტრაგიკული შემთხვევის შესახებ მოგვითხრობს.  კინომოყვარულები ფილმის საინტერესო რეჟისურასა და სცენარზე საუბრობენ.

ფილმი BIAFF-ის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში წარადგინეს და მას ჟიური შეაფასებს.