„აჭარული კინო-ამბები“ - მეოთხე საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი 

22 სექ 2026

22–24 სექტემბერს,  შუახევის კულტურის სახლი, რიგით მეოთხე საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალს „აჭარული კინო-ამბები“ მასპინძლობს. პროექტი, რომელიც 2022 წელს მწერალ ვახტანგ გოგრაჭაძის ინიციატივით დაფუძნდა, წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებითა და შუახევის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.

ღონისძიების მთავარი მიზანი მოზარდებსა და ახალგაზრდებში კინოხელოვნების პოპულარიზაცია და მობილური ტელეფონით გადაღებული ფილმების მეშვეობით მათი შემოქმედებითი ხედვის წარმოჩენაა.

სამი დღის განმავლობაში შუახევი უმასპინძლებს როგორც ქართველი, ისე უცხოელი მონაწილეების საკონკურსო ჩვენებებს, თემატურ მასტერკლასებსა და კინო-ვორქშოფებს.

ფესტივალის ფარგლებში საუკეთესო სმარტ-ფილმების ავტორები 24 სექტემბერს, საზეიმო დაჯილდოებაზე გამოვლინდებიან.