იოსებ ჯორბენაძის პერსონალური გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში 

22 სექ 2026

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში იოსებ ჯორბენაძის მეორე პერსონალური გამოფენა გაიმართა სახელწოდებით „თNთ“.  გამოფენის მთავარი კონცეფცია აფეთქებაა, რომელიც ძალის, ენერგიის, ემოციის, სიყვარულისა და შემოქმედებითი იმპულსის სიმბოლოდ არის წარმოდგენილი.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ხელოვანის სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრები, მათ შორის პარიზის გამოფენაზე ნაჩვენები სამი ნამუშევარი, რელიგიური თემატიკის ორი ხის კონსტრუქციული ტილო და ახალი ნამუშევრები, რომლებიც რკინისა და ხის განსხვავებულ ფაქტურებს აერთიანებს.

ვერნისაჟის დროს ხელოვანმა შეკრებილებს ცოცხალი პერფომანსიც შესთავაზა და ნამუშევარი უშუალოდ მაყურებლის წინაშე შექმნა.