22 სექ 2026
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. 21 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე, ნაკრებმა პირველი ვარჯიში გამართა. ვილი სანიოლის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა გურამ კაშია, რომელმაც სანაკრებო კარიერა წელს დაასრულა.
საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა. დღეს კი გუნდს დავით კერესელიძე, ჯიმი ტაბიძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიზი და ოთარ მამაგეიშვილები, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი გაგუა, გიორგი კვერნაძე და ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდებიან.
საქართველოს ნაკრები ორკვირიანი შეკრების ფარგლებში ოთხ შეხვედრას გამართავს. 25 სექტემბერს ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს, 28 სექტემბერს კი უკრაინას დაუპირისპირდება. 2 ოქტომბერს საქართველო სტუმრად უნგრეთს შეხვდება, 5 ოქტომბერს კი ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრება.