ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმს საქართველო პირველად მასპინძლობს

22 სექ 2026

ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმს საქართველო პირველად მასპინძლობს. ფორუმი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ენერგეტიკის სექტორს აერთიანებს. ფორუმის მიზანი ქვეყნებს შორის ურთიერთობის  გაღრმავება და ენერგეტიკის სექტორში ახალი ინიციატივების დანერგვაა.

ფორუმის გახსნისას მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ ყაველაშვილმა  ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე, რომელიც საქართველოს ევროპასთან ენერგეტიკული დაკავშირების ახალ შესაძლებლობას შექმნის და ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის, როგორც მწვანე ენერგიის რეგიონული ცენტრის განვითარებას.

ღონისძიებას საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია -  სემეკი მასპინძლობს. ფორუმი თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1000-მდე მაღალი რანგის სტუმარს აერთიანებს.