მეოთხე დღეა ზღვისპირა ქალაქი “ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალს’’ მასპინძლობს

22 სექ 2026

BIAFF გრძელდება. მეოთხე დღეა, ზღვისპირა ქალაქი ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალს მასპინძლობს. კინოჩვენებებთან ერთად, გრძელდება პრესკონფერენციებიც.

დღევანდელი პრესკონფერენცია გიორგი ოვაშვილის ფილმის „მთვარე მამაა ჩემი" განხილვას დაეთმო, რომლის საპრემიერო ჩვენება ფესტივალის ფარგლებში დრამატულ თეატრში გუშინ შედგა. ფილმი BIAFF-ის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში წარადგინეს და მას ჟიური შეაფასებს. ფილმის  შექმნის იდეაზე, რეჟისურა და სცენარზე დღეს პრესკონფერენციაზე თავად რეჟისორმა ილაპარაკა.

„მთვარე მამაა ჩემი“ ოჯახის, მამა-შვილის ურთიერთობის, დანაკარგისა და ტრაგიკული შემთხვევის შესახებ მოგვითხრობს.

ფესტივალის პროგრამა საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსებს, „დიდოსტატთა კოლექციას“, სექციას „მუსიკა კინოში“ და არასაკონკურსო ფილმების ჩვენებებს მოიცავს.

გარდა ამისა, ფესტივალზე  ქართული კინომემკვიდრეობის აღდგენილი ფილმების ჩვენება მიმდინარეობს.