ნიუ იორკში ვოლოდიმირ ზელენსკი ემანუელ მაკრონს შეხვდა

22 სექ 2026

საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდნენ. ვოლოდიმირ ზელენსკი და ემანუელ მაკრონი აშშ-ში გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ.

ლიდერებმა შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, უსაფრთხოების საკითხები და ზამთრის დახმარების პაკეტი განიხილეს.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა, ევროკავშირის სესხით ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსების გამოყენებით, დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და მათი რაკეტების შეძენა უზრუნველყოს.

თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, აღნიშნა, რომ საფრანგეთი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას გააგრძელებს.