თურქეთის ერთ-ერთ სკოლასთან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, არიან დაშავებულები 

22 სექ 2026

თურქეთში, მანისას პროვინციაში მდებარე სკოლასთან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სულ მცირე 10 მოსწავლე დაშავდა.

მედიის ცნობით, თურგუთლუს რაიონში მდებარე საშუალო სკოლაზე თავდამსხმელი იმავე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, თუმცა სამართალდამცავებმა ის მალევე დააკავეს.

ამ დროისთვის უცნობია რა გახდა თავდასხმის მოტივი. გუბერნატორის განცხადებით, დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.