ტოკიოსა და მიმდებარე რეგიონებში ძლიერი წვიმისა და ქარის შემდეგ, მეწყრული პროცესები დაიწყო

22 სექ 2026

იაპონიაში ტაიფუნ „დუჯუანს“ 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტოკიოსა და მიმდებარე რეგიონებში ძლიერი წვიმისა და ქარის შემდეგ მეწყრული პროცესები დაიწყო. საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ამ დროისთვის 6 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

სტიქიამ 50 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ასევე, გაუქმდა ასობით ავიარეისი.

ორშაბათს ხელისუფლებამ მოსახლეობა „სიცოცხლისთვის უშუალო საფრთხის“ არსებობის შესახებ გააფრთხილა და 1.9 მილიონ ადამიანს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა. მას შემდეგ, რაც ქარიშხალი იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროს მოშორდა, ევაკუაციის შესახებ გაცემული ბრძანებების უმეტესობა გაუქმდა.