BIAFF-ის ფარგლებში ბათუმის დრამატულ თეატრში კრისტიან მუნჯიუს „ფიორდის“ ჩვენება გაიმართა

22 სექ 2026

კინოფესტივალ ,,ბიაფის" ფარგლებში ბათუმის დრამატულ თეატრში რუმინელი კინორეჟისორის კრისტიან მუნჯიუს ფილმის ,, ფიორდის’’ ჩვენება შედგა. ამ ფილმა, 79-ე კანის კინოფესტივალზე მთავარი პრიზი „ოქროს პალმის რტო“ მოიპოვა. ფილმის სიუჟეტი ნორვეგიაში მცხოვრები რუმინელი ევანგელისტი ცოლ-ქმრის  შესახებ მოგვითხრობს.

აღნიშნული ფილმები  ფესტივალის ფარგლებში,,დიდოსტატთა კოლექციიდან არის  წარმოდგენილი. დღესვე იქნება ნაჩვენები პოლონელი რეჟისორის პაველ პავლიკოვსკის ფილმი სახელწოდებით ,, სამშობლო’’. 

ფესტივალის პროგრამა საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსებს, „დიდოსტატთა კოლექციას“, სექციას „მუსიკა კინოში“ და არასაკონკურსო ფილმების ჩვენებებს მოიცავს.

გარდა ამისა ფესტივალზე ქართული კინომემკვიდრეობის აღდგენილ ფილმებსაც უჩვენებენ. ბიაფის  ფესტივალი გახსნიდან უკვე მეოთხე დღეს ითვლის, და როგორც კინოფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს კინოჩვენებები.