22 სექ 2026
თბილისში მსოფლიო კონგრესი ჰიპოგეა 2026 გაიხსნა - საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესზე კლდეში ნაკვეთი არქიტექტურული ძეგლებისა და არქეოლოგიური მემკვიდრეობის კვლევის, დაცვისა და პოპულარიზაციის საკითხები იქნება განხილული.
კონგრესში 15 ქვეყნის 80-მდე მეცნიერი მონაწილეობს. საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მიხეილ წერეთელმა მადლობა გადაუხადა კონგრესის ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ კონგრესი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში პერიოდულად იმართება.