22 სექ 2026
რუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქსა და დნეპროპეტროვსკის ოლქზე მიტანილი იერიშის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, კიევის დნეპრის რაიონში დარტყმა 5 სართულიან საცხოვრებელ სახლზე განხორციელდა, სადაც ხანძარი გაჩნდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 15 ადამიანი გამოიყვანეს.
უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმები განხორციელდა ქალაქ კრამატორსკზეც, სადაც რამდენიმე სახლი დაზიანდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.