22 სექ 2026
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის მიერ შექმნილ „კარპატულ რვიანს“ გამოეხმაურა და ის სოფელში გახსნილ საფეხბურთო გუნდს შეადარა.
პეტერ მადიარი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ქვეყნის ნებისმიერ ინიციატივაში „ჩარიცხვა“ წინასწარი გაფრთხილების გარეშე მიუღებელია. ცნობისთვის, ახალი რეგიონული გაერთიანება „კარპატების რვიანი“ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 სექტემბერს დააფუძნა.
ახალი ფორმატი აერთიანებს რუმინეთს, სერბეთს, პოლონეთს, სლოვაკეთს, ჩეხეთს, ავსტრიას, უნგრეთსა და ევროკავშირს.
გაერთიანება კარპატების რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. მადიარმა ზელენსკის მიწვევაზე გაწევრიანების შესახებ უარი თქვა.