22 სექ 2026
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მსოფლიო ლიდერებს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების, ომების დასრულებისა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისკენ მოუწოდა.
ანტონიო გუტერეშის განცხადებით, მსოფლიო დღეს ერთმანეთთან დაკავშირებული არაერთი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. გენერალურმა მდივანმა უშიშროების საბჭოს ფორმირებაზეც ისაუბრა.
ცნობისთვის, ეს ანტონიო გუტერეშისთვის გენერალური მდივნის რანგში ბოლო გენერალური ასამბლეაა. გუტერეშმა აღნიშნა, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგაც გააგრძელებს მშვიდობის იდეის მხარდაჭერას.