ირანი ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ახალ პირობებს აყენებს

22 სექ 2026

ირანი ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ახალ პირობებს აყენებს. „როიტერის“ ინფორმაციით, რომელსაც ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს, ირანი მზად არის სრუტე გახსნას თუ აშშ სამხედრო ზეწოლას შეამსუბუქებს და ირანულ პორტებზე ბლოკადას მოხსნის.

მათი მოთხოვნის მიხედვით, შტატებმა უნდა განაცხადოს რომ სურს საკითხის დიპლომატიურად მოგვარება და შემდეგ შეთანხმდეს ვადებზე, თუ როგორ წარიმართება პროცესი.