მზადება გასტროლებისთვის

17 ივნ 2017

აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მომავალი თაობის ქორეოგრაფიული ჯგუფი საგასტროლოდ მიემგზავრება. მოცეკვავეები საერთაშორისო ფესტივალში ''შავი ზღვის მარგალიტში'' მიიღებენ მონაწილეობას.

ანსამბლი სხვა ჯგუფებთან ერთად სპეციალური პროგრამით გალა-კონცერტზე წარდგება, მანამდე კი სოლო კონცერტს გამართავს. ფესტივალი ქალაქ ოდესაში 23-28 ივნისს გაიმართება. გასტროლისთვის ქორეოგრაფიული ჯგუფი აქტიურად ემზადება. მოცეკვავეები რეპეტიციებს გადიან. ფესტივალზე ათამდე ნომრით წარსდგებიან.