საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს

23 სექ 2026

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 22 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე, ჩვენმა გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა.

ორკვირიანი საწვრთნელი შეკრების ფარგლებში საქართველოს ნაკრები ოთხ შეხვედრას გამართავს. 25 სექტემბერს ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს, 28 სექტემბერს კი  უკრაინას. 2 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სტუმრად უნგრეთს დაუპირისპირდება, ხოლო 5 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრება.

მოახლოებული მატჩებისთვის მზადებისა და ერთა ლიგის ახალი სეზონის მნიშვნელობის შესახებ ნაკრების მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა ისაუბრა.