26 სექ 2026
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ წელს ჩინეთის პრეზიდენტთან კიდევ ორ შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ჩინეთის ლიდერთან შეხვედრა ორივე ქვეყნისთვის "მეგობრობის, ძალისა და წარმატების სიმბოლოდ" იქცა. ტრამპის თქმით, სი ძინპინს ნოემბერში ჩინეთში შეხვდება. სწორედ ამ დროს ჩინეთში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტი გაიმართება.
ამერიკის პრეზიდენტმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრა დეკემბერშიც დააანონსა. შეხვედრა "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში გაიმართება.