26 სექ 2026
მუხროვანში სნაიპერის საერთაშორისო კურსი დასრულდა. სნაიპერის საერთაშორისო კურსის დასრულების ცერემონია მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე გაიმართა.
საქართველოს, რუმინეთისა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები ქართველმა ინსტრუქტორებმა მოამზადეს. ორი კვირის განმავლობაში, კურსანტებმა რთული რელიეფის პირობებში სხვადასხვა დისტანციიდან საცეცხლე სავარჯიშოები შეასრულეს და შორ მანძილზე სროლის უნარები დახვეწეს. კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.
სნაიპერთა სკოლის საერთაშორისო კურსის მიზანი პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება, თავსებადობის დონის ამაღლება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა.