26 სექ 2026
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი კოორდინაციისა და კონსულტაციის მიზნით შექმნილი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განხილული იყო საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები.
კომისიის წევრებმა კონკრეტული მიმართულებებით შემდგომი რეაგირების საჭიროებები განსაზღვრეს. კომისიის საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობისა და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროები საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტების ეფექტიანი განხორციელების, არსებული გამოწვევების დროული იდენტიფიცირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით კოორდინირებულ მუშაობას განაგრძობენ.