სენაკის სპორტსკოლის კალათბურთის დარბაზს სპორტული ინვენტარი გადაეცა

26 სექ 2026

სენაკის სპორტსკოლის კალათბურთის დარბაზს სპორტული ინვენტარი გადაეცა. საჭირო ინვენტარის შესახებ ახალგაზრდებმა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელ ვარლამ ლიპარტელიანს ერთ-ერთ რეგიონულ შეხვედრაზე მიმართეს. 

საკითხის მოგვარებაში კალათბურთის ფედერაციაც ჩაერთო. სენაკში ვიზიტისას, ვარლამ ლიპარტელიანი ადგილობრივ კალათბურთელებს შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა. 

ისაუბრეს სპორტსკოლისა და კალათბურთის მიმართულების სამომავლო გეგმებზე.