ქედამ ახალგაზრდობის რეგიონულ ფესტივალს უმასპინძლა

26 სექ 2026

ქედამ ახალგაზრდობის რეგიონულ ფესტივალს უმასპინძლა. ღონისძიება, რომელიც ახალგაზრდული რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, აჭარის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი საფესტივალო სერიის ნაწილი იყო.

ფესტივალის ფარგლებში, ქედელ ახალგაზრდებს მრავალფეროვანი კულტურული, შემეცნებითი და გასართობი სივრცეები დახვდათ.

პროგრამა მოიცავდა ცოცხალ მუსიკას, სპეციალურად მოწყობილ ფოტოზონებს, საინტერესო დეკორატიულ ინსტალაციებსა და მხიარულ გათამაშებებს. პროექტის მიზანი რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურება და მათთვის საინტერესო სოციალური გარემოს შექმნაა.