ლევან მაჭავარიანი - საბოლოო ჯამში, ბურჭულაძეც გარე პატრონების ხელში პაიკია და  გადაწყვეტილების მიღების საშუალებას ისედაც არავინ აძლევს

26 სექ 2026

საქართველოს მოქალაქეებმა 4 ოქტომბერს ჩავატარეთ „ოცნების“ „გადარჩევნები“, „ოცნების“ „არჩევნების“ დღეს ჩვენ ისინი გადავირჩიეთ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე წერს. მისივე თქმით, არჩევნების ჩატარება კი, პოლიტიკოსებმა უნდა უზრუნველყონ. 

როგორც პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს, საბოლოო ჯამში, ბურჭულაძეც გარე პატრონების ხელში პაიკია და გადაწყვეტილების მიღების საშუალებას ისედაც არავინ აძლევს.

"გარე პატრონებმა „ნაცებს“ დაწერილი გეგმა მისცეს და ეს უნდა განეხორციელებინა დანარჩენ აგენტურას, ხოლო დანარჩენ აგენტურას შედარებით კონსტრუქციული როლი მოარგეს, რათა მოქალაქეების თვალში გაგრძელდეს ის პროცესი, რაც დაიწყეს 2025 წლის არჩევნებზე, რომ „ლელო“ და „გახარიას“ პარტია ჩვენი საზოგადოების თვალში უფრო გამიჯნონ „ნაციონალური მოძრაობისგან“.

ნებისმიერ შემთხვევაში ამ პარტიებმა ერთმანეთში რაც არ უნდა ილაპარაკონ, არაფრის რესურსი არ აქვთ – არც რევოლუციის, არც არჩევნებში გამარჯვების, ბოლომდე გამარგინალებული არიან.

კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ნუ დაავიწყდება, რომ მათ წინ ელოდება სასამართლო პროცესი, რომელიც საჯარო იქნება, საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელზე მაქვს საუბარი, ვინ აიკრძალება და ვინ დარჩება, სჯობს მოვლენების განვითარებას დაელოდონ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ  პაატა ბურჭულაძე და ათეულობით პირი პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმისთვის დააკავეს, მათმა ნაწილმა დანაშაული აღიარა და მათ პრეზიდენტის შეწყალება შეეხოთ.