26 სექ 2026
გონიოში, ყოფილი პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგი გამართა. ბრიფინგის მთავარი თემა საქართველოსა და არაბულ მხარეს შორის გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება იყო.
კუპრაძის განცხადებით, საზოგადოება დოკუმენტის სრულად გასაჯაროებას წელიწადზე მეტია ითხოვს, თუმცა ხელისუფლება ხელშეკრულების სრულ ვერსიას ამ დრომდე არ აქვეყნებს. მან ხელისუფლებას ხელშეკრულების გასაჯაროებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. პროექტის ინიციატორი და განმახორციელებელი არაბული კომპანია Eagle Hills-ია.
შეთანხმების თანახმად, ინვესტიცია სამ მილიარდამდეა ხოლო მთელს ქვეყანაში 6 მილიარდზე მეტია და ამ ინვესტიციამ ქვეყანას წელიწადში ასობით მილიონის შემოსავალი უნდა მოუტანოს.