"ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ

26 სექ 2026

"ისლამურ სახელმწიფოში" გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის წინაშე ერთგულების ფიცი დადეს და მისი დავალებების შესრულებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

უწყების ცნობით, გამოძიება გრძელდება და საქმეზე დამატებითი დეტალები შესაძლოა მოგვიანებით გახდეს ცნობილი.