26 სექ 2026
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
ეკა გიგაური წერს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის საკითხის შესასწავლად მიმართეს, გიგაურის ორგანიზაციამ კი ადვოკატების მიერ მიწოდებული მასალები შეისწავლა და ანგარიშიც გამოაქვეყნა, რის საფუძველზეც მათი თქმით მივიდნენ დასკვნამდე, რომ ის ბრალდებები, რაც სააკაშვილს აქვს წაყენებული ან განაჩენი გამოტანილი, უსაფუძვლოა და მხოლოდ პოლიტიკური სარჩული აქვს. თვლიან, რომ იგი პოლიტპატიმრად უნდა გამოცხადდეს.
ხელისუფლება აცხადებს, რომ სწორედ ეს დასკვნა პოლიტიკურად მოტივირებულია და არანაირი სამართლებრივი საფუძველი მას არ აქვს. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, ავტორი ორგანიზაცია გარე და შიდა აგენტების დავალებით მოქმედებს.