მოსმენების შესახებ კანონი - საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქეების სარჩელს განიხილავს

19 ივნ 2017

საკონსტიტუციო სასამართლოში  ამ წუთებში ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებულ  სარჩელს განიხილავენ.  სახალხო დამცველთან ერთად სასამართლოს 300-ზე მეტმა  მოქალაქემ მიმართა.

ისინი კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ და  მიაჩნიათ, რომ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ოპერატიულ - ტექნიკური სააგენტო არ უნდა ახორციელებდეს.