ვენეციის კომისიის რეკომენდაციები

19 ივნ 2017

კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის  წინასწარი დასკვნა ცნობილია. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეთავაზებული რეფორმა პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს, თუმცა აქვთ რეკომენდაციები.

კომისია მიესალმება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და დასაშვებად მიიჩნევს 5 პროცენტიანი ბარიერის არსებობას. რაც შეეხება პოლიტიკური ბლოკების გაუქმებას,  კომისია მიიჩნევს, რომ, ცვლილება 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობას მცირე პარტიებს არ მისცემს, რითაც  იზრდება ხმების დაკარგვის რისკი. მათივე შეფასებით, საკონსტიტუციო კომისიამ მანდატების გადანაწილების სხვა ვარიანტებიც უნდა განიხილოს.