ბათუმის სამხატვრო სკოლაში შოთა რუსთველის საიუბილეო საღამო მოეწყო

03 ოქტ 2026

ბათუმის სამხატვრო სკოლაში შოთა რუსთველის საიუბილეო საღამო მოეწყო. შემოქმედებით ღონისძიებაზე მოსწავლეებმა "ვეფხისტყაოსნიდან" კონკრეტული  ეპიზოდები წაიკითხეს. 

საიუბილეო საღამოზე მოეწყო ფილოსოფოსისა და რუსთველოლოგი ნიაზ ბოლქვაძის  წიგნის "შოთა რუსთაველის გეოპოლიტიკური ხედვა" მეორე გამოცემის პრეზენტაცია. 

თარიღთან დაკავშირებით საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ვეფხისტყაოსნის თემატიკასთან დაკავშირებული რეპროდუქციები და ფერწერული ნამუშევრები.