90 წელი ლეგენდარული მსახიობის დაბადებიდან - ბათუმმა სოფიკო ჭიაურელის იუბილე აღნიშნა

04 ოქტ 2026

საქართველოს სახალხო არტისტის, სოფიკო ჭიაურელის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა, რომელშიც ქართული სცენისა და მუსიკის ცნობილი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საღამოზე, რომლის რეჟისორიც ნიკუშა შენგელაია იყო, მუსიკალურ ნომრებს შორის სოფიკო ჭიაურელის შემოქმედებითი გზისა და ცხოვრების შესახებ საინტერესო ისტორიები გაიხსენეს.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან ერთად დაესწრო.

საღამოზე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების სხვა წევრებიც. პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.