07 ოქტ 2026
საქართველოს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
ყურადღება დაეთმო ერთობლივ ინიციატივებს თეატრის, კინემატოგრაფიის, სახვითი ხელოვნების და სამუზეუმო საქმის მიმართულებებით.