საკანალიზაციო სისტემის მოწყობის III ეტაპი

20 ივნ 2017

საკანალიზაციო  სისტემის მოწყობის მესამე ეტაპი ქობულეთში. სამუშაოები ე.წ-ლი კარიერის დასახლებაში დაიწყო. გაკეთდება ჩამდინარე წყლის სისტემა და სატუმბო სადგური. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან მილიონ ნახევრამდე ლარი გამოიყო.

პროექტი გელაურის, ე.წ-ლი ემტეესისა და კარიერის დასახლების კანალიზაციის სისტემით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ადგილობრივები შიშობენ, რომ სამუშაოები ტურისტულ სეზონზე ხელს შეუშლის.  გამგებლის განცხადებით, გადათხრილი ქუჩები მილების გაყვანისთანავე პარალელურად მოშანდაგდება და ტურისტულ სეზონს ხელი არ შეეშლება.