13 ოქტ 2026
დეკანოზმა ილია ხინიკაძემ გადაცემა „ახალ დილაში“ ეკლესიისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ეკლესია და სახელმწიფო საერთო მიზნისთვის მოქმედებდნენ.
“დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო და ეკლესია ერთად მოქმედებდნენ. როცა ეკლესია და სახელმწიფო ერთად იყო, მისი განვითარებაც აღმავლობის მაჩვენებელი იყო. ქვეყნის განვითარება ეკლესიის გარეშე არ არის შესაძლებელი. თუ სახელმწიფო და ეკლესია სხვადასხვა გზით დაიწყებენ განვითარებას, იქ ერთობა ვერ იქნება“, - აღნიშნა დეკანოზმა ილია ხინიკაძემ.