13 ოქტ 2026
მექსიკაში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. სტიქიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ძლიერმა წვიმებმა და ტროპიკულმა შტორმმა „რეიჩელმა“ მექსიკის რამდენიმე რეგიონში ვითარება გაართულა.
ადიდებულმა მდინარეებმა ქუჩები დატბორა და საცხოვრებელი სახლები დააზიანა. სტიქიის ზონებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
მექსიკის სამხედროებმა და მაშველებმა ვერტმფრენების დახმარებით სტიქიის ზონებიდან ათეულობით ადამიანის ევაკუაცია შეძლეს.