13 ოქტ 2026
საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები და არეულობა გრძელდება, რომლებშიც სკოლის მოსწავლეები და სტუდენტებიც მონაწილეობენ. ქვეყნის მასშტაბით დაკავებულია 7 000-ზე მეტი პირი.
საფრანგეთის ადამიანის უფლებათა ლიგამ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე უკვე 100-მდე საჩივარი მიიღო.
მოსწავლეთა მიერ დაწყებული აქციები, ფართო საპროტესტო მოძრაობად გადაიზარდა, რომელსაც უნივერსიტეტის სტუდენტები, მასწავლებლები და მშობლები შეუერთდნენ. ისინი სისტემის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ და მათ მუშაობად არაეფექტიანად აფასებენ.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ხელისუფლება მოსწავლეების მოთხოვნების ნაწილს იზიარებს და მასწავლებლების ჩანაცვლების საკითხზე გადაუდებელ ზომებს აანონსებს.