სიცოცხლის ხანგრძლივობა და სრულიად ახალი სტანდარტი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის - ძვირადღირებული პრეპარატი "ტრიკაფტა" საქართველოშია

14 ოქტ 2026

სიცოცხლის ხანგრძლივობა და სრულიად ახალი სტანდარტი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის - ცისტური ფიბროზის სამკურნალო ძვირადღირებული პრეპარატი „ტრიკაფტა“ საქართველოშია. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ბენეფიციარებისთვის მედიკამენტის გაცემა უახლოეს დღეებში დაიწყება.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები მედიკამენტს უახლოეს დღეებში მიიღებენ. პრეპარატი ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას და ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.