14 ოქტ 2026
საქართველოს ტურისტული პოტენციალი ევროპის ცენტრში - ჩვენი ქვეყნის ამსახველი ბანერები ბერლინისა და ვარშავის 300-მდე ლოკაციაზე განთავსდა.
გარე რეკლამის პარალელურად - ტურისტული როუდშოუები გერმანიასა და პოლონეთში და 150-მდე უცხოური კომპანია, რომელიც საქართველოს მიმართულებით ინტერესდება.
მარკეტინგულ კამპანიას, რომლის მიზანიც ევროპის სტრატეგიულ ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაციაა, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია ახორციელებს.
იგი გარე რეკლამასთან ერთად ე.წ როუდშოუებსაც ითვალისწინებს. პრეზენტაციები და პირისპირ შეხვედრები ოთხ ქალაქში ვარშავაში, ბერლინში, მიუნხენსა და ფრანკფურტში ჩატარდა.