პოლიციამ დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

17 ოქტ 2026

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, დუშეთში ერთი პირი დააკავა.  

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.