პოლიციამ თბილისში ნარკორეალიზაციის სქემაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 4 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

17 ოქტ 2026

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის მორიგი ფაქტი გახსნეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ოთხი პირი დააკავეს, მათ შორის 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.   

"პოლიციის მიერ, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.  დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.