ტრამპი უკრაინაში სტარლინკის სისტემების მუშაობის შეფერხებაში მისი და მასკის ბრალეულობას გამორიცხავს

17 ოქტ 2026

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არც მას და არც ილონ მასკს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა უკრაინაში სტარლინკზე წვდომის დაკარგვაზე.

ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის სთარშილდის სისტემაზე წვდომის შეზღუდვა შეერთებულ შტატებს არ დაუწესებია.  მისი თქმით, მას ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი ურთიერთობა აქვს.

"ვფიქრობ, ორივე ლიდერს, რომლებთანაც ვმუშაობ, სურს, ეს ომი დასრულდეს და მჯერა, რომ დასრულდება" - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.