თეთრი სახლის მთავარი პრესმდივნის თანამდებობა ისევ ვაკანტურია

17 ოქტ 2026

თეთრი სახლის პრესმდივანი ქეითი ზაქარია, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავარი პრესმდივნის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.  ზაქარიამ მუშაობა ორშაბათს დაიწყო, ხოლო სამშაბათს თეთრ სახლში თავისი პირველი ბრიფინგი გამართა.

მოგვიანებით ტრამპმა მისი დანიშვნის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ზაქარია იურისტია. 

ბოლო დღეების განმავლობაში კრიტიკის საგანი გახდა საკითხი, ჰქონდა თუ არა ზაქარიას კალიფორნიის პეპერდინის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულს - ჩაბარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, რაც მას იურისტის სტატუსს მიანიჭებდა.

პარასკევს, Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ზაქარიამ აღიარა, რომ აღნიშნული გამოცდა არ ჩაუბარებია.