17 ოქტ 2026
საფრანგეთი მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის ემზადება - როგორც პარიზში, ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებშიც, სავარაუდოდ, ასობით ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
მომიტინგეების პროტესტი ცხოვრების მაღალ ფასებს, სოციალურ უთანასწორობა, განადგურებული განათლების სისტემას უკავშირდება. საყოველთაო პროტესტს წინ უძღოდა დემონსტრაციების პირველი ტალღა, რომელიც გასულ თვეში დაიწყო სკოლებში არსებული მდგომარეობის გამო. მოსწავლეები მასწავლებლების დეფიციტსა და მოძველებულ სასკოლო ინფრასტრუქტურას აპროტესტებდნენ. ორგანიზატორების განცხადებით, დღეს საფრანგეთის მასშტაბით 600-ზე მეტი დემონსტრაცია გაიმართება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა ტელეკომპანია "ფრანს-2-ს" განუცხადა, რომ ქუჩებში „საკმაოდ დიდი რაოდენობით ხალხის“ გამოსვლას ელოდებიან. ფრანგული მედია ვარაუდობს, რომ პროტესტს 200 000-მდე ადამიანი შეუერთდება. დედაქალაქ პარიზში 40 000 ადამიანის გამოსვლას ელოდებიან.
პარიზში დემონსტრანტებს შეზღუდვები დაუწესდათ: პოლიციამ აკრძალა აქციების გამართვა ელისეს სასახლის, პრემიერ-მინისტრის კანცელარიისა და ელისეს მინდვრების მიმდებარე ტერიტორიებზე, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვან ადგილებში. ასევე აიკრძალა ქალაქის ცენტრში მსვლელობის მოწყობა.
დახურა 26 მეტროსადგური. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პროტესტის წინ მოქალაქეებს სიმშვიდისა და პატივისცემისკენ მოუწოდა.