17 ოქტ 2026
"მუზეუმები, როგორც სასწავლო სივრცეები: განათლება, ინტერაქცია და ჩართულობა“ - ამ სახელწოდებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი საერთაშორისო სამუზეუმო ფორუმს მასპინძლობს.
ფორუმის გახსნის ღონისძიებას კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა დაესწრო.
ფორუმში მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, მათ შორის, ჩინეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ინგლისიდან.