საფრანგეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ლილში დემონსტრანტები მერიის შენობაში შეიჭრნენ

17 ოქტ 2026

საფრანგეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ლილში დემონსტრანტები მერიის შენობაში შეიჭრნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციის მონაწილეთა ნაწილმა შენობაში შესვლა მოახერხა, თუმცა, მოგვიანებით, მათ ტერიტორია დაატოვებინეს.

დღეს პარიზი და მარსელი დაძაბულობის მთავარ კერებად იქცა. საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა.

დედაქალაქის ცენტრში მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ძალადობის ესკალაციის“ შესახებ განაცხადა და დაადასტურა, რომ ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების დროს 272-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

დილით, რამდენიმე ათეულმა მომიტინგემ პარიზის რესპუბლიკის მოედანზე მდებარე 25 მეტრიანი ძეგლის ასვლა სცადა. პოლიციამ მათ შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაზიანებულია პარიზის  მერიის შენობა. 

მარსელში დემონსტრანტები მერიის შენობაში შეიჭრნენ, გაძარცულია მაღაზიები. ლიონში ცეცხლი წაუკიდეს ტურიზმის ოფისს, აქაც დარბეულია და გაძარცულია მაღაზიები.

დემონსტრანტებმა მერიის შენობა დააზიანეს ქალაქ გრენობლშიც. მაღაზიები გაძარცვეს პოში, მონპელიეში, ტულუზასა და ვალანსში, პოლიციასთან შეტაკებები მოხდა სტრასბურგში, რენში, ტულუზასა და ანჟეში.