ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავე

18 ოქტ 2026

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს.

იგი თურქეთში ელექტრონულ მონაცემთა დამუშავების სისტემების, ბანკის ან საკრედიტო დაწესებულების გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.