18 ოქტ 2026
პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ათიათასობით ადამიანმა საცხოვრებელი ხარჯების ზრდა გააპროტესტა.
დემონსტრანტების განცხადებით, დაბალი ხელფასები საცხოვრებლისა და ყოველდღიური ხარჯების ზრდას ვერ ეწევა, რის გამოც სულ უფრო მეტ ადამიანს უჭირს გაზრდილ ხარჯებთან გამკლავება.
როგორც „როიტერი“ წერს, 2017 წლის შემდეგ პორტუგალიაში საცხოვრებელი სახლების ფასები გაორმაგდა. ამავე პერიოდში გაორმაგდა ახალი საიჯარო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ქირის ოდენობაც.