რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტა და 180 დრონი გამოიყენა

18 ოქტ 2026

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე „ისკანდერ-M“-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტითა და 180 დრონით საჰაერო იერიში მიიტანა.

ოფიციალური უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ 152 დრონის ჩამოგდება შეძლო. მიუხედავად ამისა, აფეთქებები 20 ლოკაციაზე დაფიქსირდა.

მედიის ცნობით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სარაკეტო იერიში ვორონეჟის ოლქიდან განახორციელა. იერიშები განხორციელდა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმიდანაც.